ლევან მჭედლიძე: დარწმუნებული ვარ, პირველ გოლს მალე გავიტან

AutoSharing Option
"პიანეტა ემპოლიმ" ინტერვიუ "ემპოლის" ქართველ ფორვარდ ლევან მჭედლიძესთან ჩაწერა. მჭედლიძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და ნელ-ნელა შედის ფორმაში.

- კვირას მორიგი მატჩია, მეტოქე კი "ჯენოაა"...
- რთული მატჩი გველის, რადგან "ჯენოა" ძლიერი გუნდია, რომელიც თითოეული ქულისთვის იბრძვის. ახლა "როსობლუ" ისეთ ადგილზეა ცხრილში, რომელიც მათ პოტენციალს არ შეესაბამება.

რა თქმა უნდა, მატჩში მათი მხრიდან დიდი შემართება იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოწადინებულები ვიქნებით, რადგან დიდი ხანია, არ მოგვიგია და განწყობის გამოკეთება გვსურს.

- როგორც თავად თქვით, გუნდი ცუდ ფორმაშია - სამი
მარცხი ზედიზედ, 8-მატჩიანი მოუგებელი სერია...
- ვფიქრობთ, ბოლო მატჩებში რაღაც გვჭირს, ყურადღება მოვადუნეთ. არადა, ცდას არ ვაკლებთ. გუნდს აშკარად შეუძლია უკეთ თამაში, მეტი შემართებაა საჭირო. უფრო კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ და შანსები გამოვიყენოთ.

- გუნდს ბოლო დროს ნერვიულობა ხომ არ ეტყობა?
- ხშირად, შორიდან როგორც ჩანს, ის რეალობასთან ახლოს არ არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, ეს ხომ ფეხბურთია, სადაც შეიძლება კარგად ითამაშო, ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ მოიგო. ზუსტად ასე მოხდა "ფროზინონესთან" თამაშში. მაგრამ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ნერვიულობის დაძლევის ძალები, რადგან ეს აზარალებს გუნდს.

- როგორ ფიზიკურ კონდიციებში ხართ ახლა?
- სულ ახლახან დავუბრუნდი მოედანს და ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდის საკეთილდღეოდ ყველაფერი გავიღო.

- ამ სეზონში ჯერ გოლი არ გაგიტანიათ...
- აუცილებლად მინდა გავიტანო. პირველი გოლი მეც და გუნდსაც მეტ თავდაჯერებას შეგვმატებს. მართალია, უგოლობის მთავარი მიზეზი ტრავმაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველი გოლიც მალე იქნება. ფორვარდისთვის გოლის გატანას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მსურს, თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ ადგილზე დავტოვებდი მაგ გუნდს და საერთოდ იტალიის ჩემპიონატს. მანდ ვიღაც გთარსავს. ან ჯადო მოიხსენით შენ და ყენიამ ან რამე ქენით რაუბედურებაა
...
05 მარტი 2016 05:20
0
მოკლედ ლევანი ამ ტრამვებმა ხომ დასტანჯა წარმატებებს ვუსურვებ
gocha juve
04 მარტი 2016 20:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული