ლეგიონი: კაშიას საგოლე გადაცემა, ყაზაიშვილის - 90 წუთი

AutoSharing Option
დღეს, 6 მარტს, ჰოლანდიის ერედივიზეს 26-ე ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "როდას" ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა - 2:1.

არნემელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუღძვის გუნდის ქართველ კაპიტან გურამ კაშიას, რომელმაც შეხვედრის ბოლო, 90-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მთლიანობაში კი, ორივე ქართველმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.

ჩატარებული 26 შეხვედრის შემდეგ არნემელები 40 ქულით მე-6 ადგილზე არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული