გურამ კაშიამ ჟანგს ჩინური ფეხბურთის ისტორია დააწერინა [VIDEO]

AutoSharing Option
არნემის "ვიტესმა" ბოლო რვა ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად "როდა" 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გურამ კაშიას ჩაწოდების შემდეგ 19 წლის ჩინელმა იუნინ ჟანგმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ჩინელი ფეხბურთელის პირველი გოლია "ვიტესის" მაისურით. ჟანგი გახდა ისტორიაში პირველი ჩინელი, რომელმაც ერედივიზიეში გაიტანა. ახლა ჰოლანდიურ ერედივიზიეში უკვე 100 ერის წარმომადგენლებს აქვთ გოლი გატანილი.

"გურამ კაშიამ ბრწყინვალე პასი მომცა, რომელსაც ჩემი მხრიდან მარტო თავის დახვედრება უნდოდა. მისი მადლიერი ვარ ამ გოლისთვის", - განაცხადა მატჩის გმირმა ჟანგმა.

კაშიამ კვლავ მარჯვენა
მცველის პოზიციაზე ითამაშა და, როგორც ვთქვით, საგოლე პასით გამოირჩა. აი, ვაკო ყაზაიშვილი კი შეტევის ხაზიდან ნახევარდაცვაში ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდა, მაგრამ vi.nl-ის მიხედვით, დიდად ვერც ამ პოზიციაზე გამოიჩინა თავი.

"ვიტესი" დატოვა მწვრთნელის ასისტენტმა იონ დალ ტომასონმა, რომელსაც დანიის ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცის ასისტენტობა შესთავაზეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული