ეს ჩინელი ფეხბურთელის პირველი გოლია "ვიტესის" მაისურით. ჟანგი გახდა ისტორიაში პირველი ჩინელი, რომელმაც ერედივიზიეში გაიტანა. ახლა ჰოლანდიურ ერედივიზიეში უკვე 100 ერის წარმომადგენლებს აქვთ გოლი გატანილი.
"გურამ კაშიამ ბრწყინვალე პასი მომცა, რომელსაც ჩემი მხრიდან მარტო თავის დახვედრება უნდოდა. მისი მადლიერი ვარ ამ გოლისთვის", - განაცხადა მატჩის გმირმა ჟანგმა.
კაშიამ კვლავ მარჯვენა
"ვიტესი" დატოვა მწვრთნელის ასისტენტმა იონ დალ ტომასონმა, რომელსაც დანიის ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცის ასისტენტობა შესთავაზეს.