როგორც ჩანს, ეს კლუბი ქართველების გარეშე ვერ ძლებს. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდს შოთა არველაძე წვრთნიდა. "ტრაბზონის" ლეგენდას ამ საქმეში კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი - გიორგი დევდარიანი ეხმარებოდა.
რეალურია თუ არა "ტრაბზონის" ინტერესი კაშიას მიმართ? კაშია "ვიტესის" კაპიტანი და ლიდერია. რაღაც პერიოდის განმავლობაში, გუნდის მწვრთნელი რობ მაასი ქართველს ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა. ერთ დღესაც, ამას ქომაგთა მძაფრი
თუმცა ნათქვამია - კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო და კაშიას თემაზე გოგა გახოკიძე შევაწუხეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი "ვიტესის" წარმომადგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში...
"თავდაპირველად, იმას გეტყვით, რომ კაშიას მიმართ იყო ინტერესი "ბეშიქთაშიდან". მაშინ გურამმა "ვიტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება გულისხმობს იმას, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კლუბი კაშიას სამსახურით უზრუნველყოფს. როგორც იცით, გურამი ძალიან უყვართ გულშემატკივრებს"...
შეიძლება თუ არა, სეზონის ბოლოს "ბეშიქთაშის" ვარიანტი რეალური გახდეს? ამაზე გახოკიძე გვპასუხობს:
"გამორიცხვით მართლაც ვერაფერს გამოვრიცხავთ. სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება თურქულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას "ტრაბზონსფორის" ინტერესის შესახებ, ამის თაობაზე მეც შევიტყვე, ოღონდ არა თურქული პრესიდან. ერთ-ერთმა თურქმა აგენტმა დამირეკა და მითხრა ამის შესახებ. ამ ეტაპზე მეტი არაფერი ვიცი", - გვითხრა გახოკიძემ.
ხარაიშვილის საკითხი ზაფხულამდე გადაწყდება
სადაცაა, თბილისში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები გაიმართება - საქართველოს, ბოსნიის, რუსეთისა და იტალიის ნაკრებთა მონაწილეობით. გახოკიძეს ისიც ვკითხეთ, ხომ არ აპირებენ ტურნირზე დასწრებას "ვიტესის" სელექციონერები."ამ ეტაპზე "ვიტესის" სელექციონერები თბილისში არ ჩამოვლენ. ამას აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი, სამაგიეროდ, არის შანსი, რომ თბილისში ჩამოვიდნენ "პსვ ეინდჰოვენის", ასევე, ბელგიური გრანდების - "ანდერლეხტისა" და "ბრიუგეს" სელექციონერები", - გვეუბნება გახოკიძე.
რატომ არ ჩამოდის თბილისში ჰოლანდიური დესანტი? არნემულ კლუბს ქართველ ფეხბურთელთა მიმართ სამდურავი არ ეთქმის. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გუნდის ლიდერები არიან. ცოტა ხნის წინ კი გოგა გახოკიძე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა. მან სიტუაციაში გაგვარკვია:
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ "ვიტესის" წარმომადგენლები. მათ მიზანს წარმოადგენს გიორგი ხარაიშვილზე დაკვირვება. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრას შევარჩევთ და იმ მატჩს დაესწრებიან ჰოლანდიური კლუბის წარმომადგენლები. ზაფხულამდე ხარაიშვილის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს", - გვეუბნება გახოკიძე.
კაშია "ვიტესში" 2010 წლიდან თამაშობს. ის ამ გუნდში თბილისის "დინამოდან" გადავიდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გურამმა 38 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ხარაიშვილს, 19 წლის ფეხბურთელი "საბურთალოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასე რომ, გურამ, პრეკრატიტ ბიჭო პრეკრატიტ ))