ლეგიონი გუშინ: ლაშა დვალი და "შლიონსკი" ალბათ ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატში (ექსტრაკლასა) ლაშა დვალის "შლიონსკი" გასვლაზე 0:1 დამარცხდა "პიასტთან". საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "შლიონსკს" 26 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. დარჩენილ მატჩებში უძლიერეს 8 გუნდს (რომელიც ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას) შორის მოხვედრა უტოპია არ არის, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონამდე "შლიონსკს" მხოლოდ 6 ქულა აშორებს.

ჩანს, დვალსა და მის თანაგუნდელებს ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

* * *
ესტონეთის ჩემპიონატში (მეისტრილიგა) კი ჯერ მხოლოდ მეორე ტურის მატჩები
გაიმართა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ", "ლევადიასთან" პირველ ტურში სტუმრად ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, საკუთარ მოედანზე უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "რაკვერე" გაანადგურა - 6:0.

ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული