წინა ტურში, "ჯენოას" წინააღმდეგ ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" სასტარტოში ითამაშა მანუელ პუჩარელის ნაცვლად. fantagazzetta.com-ის ცნობით, მწვრთნელის მთავარი დილემაც ეგ არის, რომელი დააყენოს "სამპდორიასთან" თამაშში სასტარტო შემადგენლობაში - პუჩარელი თუ მჭედლიძე.
Iltirreno წერს, რომ სულ მალე მჭედლიძეს ეროვნული ნაკრებიდან გამოძახება მოუვა. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს საქართველოს ნაკრები, რომელსაც ჯერ მწვრთნელი არ ჰყავს, ყაზახეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.