ლეგიონი: ლევან კოშაძის გოლები და პრემიერლიგის პერსპექტივა

AutoSharing Option
უკრაინის პერშა ლიგის (რანგით მეორე) ბინადარი ჩერკასკის "დნიპრო" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებას ამთავრებს.

8 და 9 მარტს გუნდმა სამი ამხანაგური მატჩი გამართა - ყაზახურ "ტობოლთან" 0:2 წააგო, შემდეგი ორი კი მოიგო - ჯერ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან გავარდნილ ბელორუსის ბატე-სთან (2:0), ხოლო შემდეგ - დანიის დაბალი ლიგის წარმომადგენელ "ბრაბრანდთან" - 4:2.

ცხადია, მიხვდით - ამ გუნდის თამაშებით ქართველის გამო დავინტერესდით. ორივე მოგებულ შეხვედრაში თავი ლევან კოშაძემ გამოიჩინა. "საბურთალოს" აღზრდილი 23 წლის კოშაძე გიორგი დევდარიანის დროინდელ 17-წლამდელთა ნაკრებში გარემარბი გახლდათ. 2014 წელს,
უკრაინაში დაარსებულ მოყვარულთა ლიგის ქართულ-უკრაინულ გუნდში, კიევის "ლოკომოტივ-გრუზიაში" ჩვენებურმა მწვრთნელმა გიორგი აბზიანიძემ მიიწვია.

მალე კოშაძე გუნდის ლიდერი გახდა და იმდენად კარგი სეზონი ჩაატარა, 2015 წლის ზაფხულში უკრაინის პირველი ლიგის კლუბ ჩერკასკის "დნიპროში" ჩაირიცხა.

პირველი წრის შემდეგ "დნიპრო" 30 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ კიროვოგრადის "ზირკას" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, პრემიერლიგაში აღზევება რეალურია.

საინტერესო კია - უკრაინის ეკონომიკაში არსებული უმძიმესი პრობლემების მიუხედავად, ჩერკასკის გუნდი ფინანსურად წელგამართულია და უკრაინულ პრემიერლიგაში სათამაშო ლიცენზიაც აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული