ქეცბაია ამჟამად კვიპროსული "აპოელის" მთავარი მწვრთნელია. გუნდის ფეხბურთელებმა და კლუბის მესვეურებმა ქართველ სპეციალისტს დაბადების დღე ტორტით მიულოცეს.
ქეცბაიას იუბილე არ დავიწყებია არც ინგლისურ "ნიუკასლს", სადაც მან ფეხბურთელის რანგში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები გაატარა. ინგლისური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა ე.წ "გიფი" გააზიარა და ქეცბაიას დაბადების დღე მიულოცა.
![როგორ მიულოცეს "აპოელმა" და "ნიუკასლმა" თემურ ქეცბაიას იუბილე [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/c294f5e1d5cf71ac438867e5f04ce03b.png)