როგორც gelderlander.nl-ი იტყობინება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა მორიგი ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა. აღნიშნული ცვლილებები კი ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხებათ.
წყაროს ინფორმაციით, დღეს ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა სკამზე იქნება, კაპიტანი გურამ კაშია კი თავის - ცენტრალური მცველის პოზიციას დაუბრუნდება.
28-ე ტურის წინ არნემელები 40 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.