Gelderlander: "ვიტესის" მწვრთნელი ვაკო ყაზაიშვილს სკამზე დასვამს

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 28-ე ტურში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "გრონინგემს" ესტუმრება.

როგორც gelderlander.nl-ი იტყობინება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა მორიგი ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა. აღნიშნული ცვლილებები კი ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხებათ.

წყაროს ინფორმაციით, დღეს ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა სკამზე იქნება, კაპიტანი გურამ კაშია კი თავის -  ცენტრალური მცველის პოზიციას დაუბრუნდება.

28-ე ტურის წინ არნემელები 40 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუ ალბათ ესე იყო საჭირო, ვაკო აშკარად ამოვარდნილი იყო საერთო კონტექსტიდან, ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ ეს იყო მყარად ძირითადში და ესე ვერ მოხვდები ძამა ნაკრებში, აქ თამაშს მოწყურებულ ხალხს იწვევენ
llcl
15:35 20-03-2016
0
ბოლოს ვეღარ თამაშობდა აშკარად
dato
16:45 20-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული