ლეგიონი: გიორგი აბურჯანიას სუპერგოლი "ბილბაოს" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მარტს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკი" "ბილბაო ბ"-ს ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 4:0.

ქართველი ნახევარმცველი სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, 57-ე წუთზე კი ზუსტი დარტყმით სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

30 ტურის შემდეგ აბურჯანიას გუნდი 48 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
გადაჭარბებული არც ქების და არც ლანძღვის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ გოლზე, რომელიც გიორგიმ დაამუშავა ტექნიკურა და საკმაოდ შორიდან დარტყმული გაიტანა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში, თვითონ ესპანელი კომენტატორი ამბობს, რომ გავიდა სუპერგოლი, კიდევ ახსენებს, რომ ბურთი გაიტანა ქართველმა ფეხბურთელმა. რითაც ძალიან ვამაყობ. ველოდები ასეთ გოლებს გიორგი საქართველოს ნაკრებშიც მალე გაიტანს.
gizog
21 მარტი 2016 17:01
0
კახი გაგვეცი პასუხი რაზეა ლაპარაკი ჯანმრთელად ვიკამათოდ მგონი ნორმალური ხალხი ვართ არ ვილანძღებით არაფერი მე პირადად ის არ მომწონს ჩვენი ჟურნალისტები როგორი "პროფესიონალები" არიან
Gio
21 მარტი 2016 16:50
0
ნუ აბუქებთ..თავშიაუარდება და მერე აღარაფერი აღარ რჩება..
rezi
21 მარტი 2016 16:33
0
ეს სუპერგოლია?...
zaza
21 მარტი 2016 16:28
0
თუ აბურჯანია ამ კომენტარებს კითხულობს, მან უნდა იცოდეს რომ დღეისდღეობით ყაზაიშვილთან ერთად ის ერთერთი მთავარი ნათელი წერტილია რომლის იმედიც აქვს ქართველ გულშემატკივარს. იმედია სხვებს არ ეწყინებათ მაგრამ ფეხბურთის მოთამაშე და გოლის გამტანი ჯერჯერობით არ ჩანს. ღმერთმა ქნას სხვებიც ათამაშდნენ, ყველა მაგის იმედად ვართ რომ ნაკრების თამაშზე სიხარულით და სიამოვნების განსაცდელად მივდიოდეთ და არა ვალდებულების მოსახდელად და უცხოელი ფეხბურთელების დასათვალიერებლად როგორც მუზეუმში.
........
21 მარტი 2016 16:04
0
effe -"არაბიძე მესით დაწყებული პირლოთი დამთავრებული ყველას შეადარეს და სად არის ეხლა ერთ სტატიასაც კი ვერ ნახავ..." effe აღარც კი მინდოდა პასუხი გამეცა, მაგრამ ეს წინადადება რომ წავიკითხე, სურვილი გამიჩნდა ორი სიტყვით შეგაფასო, - ძალზე არააადეკვატური და არალოგიკური მსჯელობით ხარ დაკავებული. თუმცა ნუ მიწყენ, ეს ჩემი აზრია. ის კი ნაღდად მჯერა, რომ ორთავეს შეგვტკივა გული ჩვენს ფეხბურთზე.
კახი
21 მარტი 2016 15:08
0
კახი... ერთი ორ პოზიტიურ სიტყვაზე არაფერი მაქ საწინააღმდეგო მაგრამ არაბიძე მესით დაწყებული პირლოთი დამთავრებული ყველას შეადარეს და სად არის ეხლა ერთ სტატიასაც კი ვერ ნახავ... მაგალითები გვაქ უამრავი მერებაშვილი ჯანო ოქრი ჭანტურია ძალამიძე თარგამაძე მარცვალაძე ლორია რომლებიც სულ უკანდაუკან მიდიან თავები უკვე შემდგარ ვარსკვლავებად რო წარმოიდგეს... შენ ალბათ ჩემზე მეტად "შეგტკივა" გული ქართულ ფეხბურთზე და მაგიტომ გამწარდი ესე მაგრამ რეალობას დაუბრუნდი გირჩევ
effe
21 მარტი 2016 14:26
0
კახი აქ სხვა რამეზე არიან Bიჭები გაბრაზებულები. ჟურნალისტები ჩვენს ახალგაზრდებს "ზედმეტად"აპიარებენ და მერე ისეთები რო არ ღმოჩნდებიან ხოლმე
როგორსაც ესენი იძახიან აქეთვე ლაძღავენ ისევ ეს ჟურნალისტები ხოდა ამაზეა თორე აბურჯანიას რო ყველა ბალეშიკობს აქედან ვინც დაწერა ხო ხვდები. მერე პოზიტიური აუცილებლად უნდა დაიწეროს მაგრამ სათაურებიც როგორები იციან ხოლმე იცი... ინტრიგა დამანახე ინტრიგაო
Gio
21 მარტი 2016 12:50
0
effe-ს. რას მიედებ-მოედები აააააააააააააა! ახალგაზრდა ფეხბურთელზე ერთი-ორი პოზიტიური სიტყვა რომ დაწერო, რა პრობლემაა. მე პირიქით მგონია. თუ ფეხბურთელი პიროვნულად ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, იმაზე გინდ დაწერე, გინდა არა, დარჩება ისეთი, როგორიც არის. მე წარმატებას უსურვემ ამ მართლაც ნიჭიერ ახალგაზრდას და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში მის გამოჩენას.
კახი
21 მარტი 2016 11:26
0
მართლა გეყოფათ რაა ეხლა აბურჯანიას მიადექით ეს ჟურნალისტები გასაგიჟებლად ჯანო ოქრი არაბიძე და ბევრი ხო გაანადგურეთ ეხლა აბურჯანიას ჯერია??? რა სუპერგოლი კრიტიკას მოუმატეთ ჯობია...
effe
21 მარტი 2016 11:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული