"სპარტაკის" მწვრთნელი: "ამკარსა" და "ანჟისთან" ჯანო ანანიძემ მოგვაგებინა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა, წარსულში ამ გუნდისა და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა იგორ ტიტოვმა sovsport.ru-სთან საუბრისას ჯანო ანანიძეც ახსენა.

ტიტოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში "ამკარსა" (2:1) და "ანჟისთან" (4:0) მოპოვებულ გამარჯვებებს "სპარტაკი", უმთავრესად, ქართველ ნახევარმცველს უნდა უმადლოდეს.

ორივე თამაშში ჯანო მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
იხილეთ ვიდეო
ჯანოს საგოლე პასი "ანჟისთან" მატჩში
Sportall.Ge

"... რა თქმა უნდა, "ამკართან" მატჩში ჯანო ანანიძის გამოსვლამ გუნდს სიმსუბუქე და კრეატივი შესძინა. ის ძალიან გონიერი ფეხბურთელია. უჭკვიანესი! მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმები არ აძლევს მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშის
საშუალებას.

თუკი ავიღებთ "ამკარსა" და "ანჟისთან" შეხვედრებს, მოედნებზე სწორედ მისმა შემოსვლებმა განაპირობა შედეგი", - თქვა ტიტოვმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Fეხბურთელისთვის იღბალი აუცილებელი რამაა ,თუ ცოტა არ გაგიმართლა კიდეც მარტო ნიჯი არაა საკმარისი!სამწუხაროდ ანანიძეც იმ უიღბლოთა სიაში შედის როგორებიც არიან ასათიანი,ყენია,გოცირიძე და რავი კიდე სხვანი. ეს უცებ რაც მომაგონდა ისინი არიან.ვფიქრობ ჯანოს ჯერ კიდე ყველაფერი წინ აქვს და მიაღწევს თავისას!!!
Zviad
07:32 29-03-2016
0
dato

რატომ საშუალომდე ქაჩავს!ეგაა ოღონდ წინ ვერ მიდის
დათო
01:44 29-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული