"სპარტაკის" მწვრთნელი: "ამკარსა" და "ანჟისთან" ჯანო ანანიძემ მოგვაგებინა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა, წარსულში ამ გუნდისა და რუსეთის ნაკრების კაპიტანმა იგორ ტიტოვმა sovsport.ru-სთან საუბრისას ჯანო ანანიძეც ახსენა.

ტიტოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში "ამკარსა" (2:1) და "ანჟისთან" (4:0) მოპოვებულ გამარჯვებებს "სპარტაკი", უმთავრესად, ქართველ ნახევარმცველს უნდა უმადლოდეს.

ორივე თამაშში ჯანო მოედანზე შეცვლაზე შევიდა.
იხილეთ ვიდეო
ჯანოს საგოლე პასი "ანჟისთან" მატჩში
Sportall.Ge

"... რა თქმა უნდა, "ამკართან" მატჩში ჯანო ანანიძის გამოსვლამ გუნდს სიმსუბუქე და კრეატივი შესძინა. ის ძალიან გონიერი ფეხბურთელია. უჭკვიანესი! მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმები არ აძლევს მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშის
საშუალებას.

თუკი ავიღებთ "ამკარსა" და "ანჟისთან" შეხვედრებს, მოედნებზე სწორედ მისმა შემოსვლებმა განაპირობა შედეგი", - თქვა ტიტოვმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა რას აქებტ ვერ გავიგე სილ ვარსკვლავებს წყვეტს არა რუსეტის ცემპიონატსი ხო ბომბარდირია არადაწერეტ რამდენი გოლი აქვს გატანილი არ ეწყინოს არავის ნეტა მაგარი პეხბურტი იტამასოს და გაახაროს საქარტველო მაგრამ არამგონია ეს სეზლოს ყენიასავიტ მარად პერსპექტიული დარცა დამტავრდა იზახიან მწრტვნელიო მწრტვნელი რას გიზამს პეხბურტელს ტუ საგოლე მომენტის სექმნა არ სეუზლია და ტუ სემტხვევიტ სეიქმნა მომენტი მისი გამოყენებაც არ სეგიზლია
ledi
16:05 28-03-2016
0
ლედი-ის
ისე არ გეწყინოს მარა ფეხბურთის საიმში არ ხარ, თუ რამე პრეტენზია გაქვს სიას ჩამოგიწერ შენს არ ცოდნაზე :)
mateusa
16:29 28-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული