გიორგი ჭანტურია "დუისბურგს" მორიგ ტურში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
1-ელ აპრილს II ბუნდესლიგაში გიორგი ჭანტურიას "დუისბურგს" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის "ჰაიდენჰაიმთან". ბოლოადგილოსან "ზებრებს" ჰაერივით ესაჭიროებათ ქულები.

სამწუხაროდ, ამ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება გიორგი ჭანტურია, რომელმაც ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში პირველ ტაიმში ითამაშა. "დუისბურგის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჭანტურია კლუბში სანაკრებო შეკრებიდან გაციებული ჩავიდა.

ამ სეზონში 22 წლის ჭანტურიამ "დუისბურგის" მაისურით 15 თამაშში 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საოცრებაა მაგრამ განაცხადში არის შეყვანილი
beqa
19:45 01-04-2016
0
არა და ძირითადშია :D
dato
20:10 01-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული