four four two-მ თემურ ქეცბაია ევროპის თვის საუკეთესო მწვრთნელთა შორის დაასახელა

AutoSharing Option
ჟურნალმა four four two-მ მარტის თვის ევროპის ხუთი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და მათ შორის კვიპროსული აპოელ-ის ქართველი თავკაცი თემურ ქეცბაიაცაა.

პირველ ადგილზე "ბარსელონას" თავკაცი ლუის ენრიკეა, მეორეზე ლორან ბლანი (პსჟ), მესამეზე - "ცრვენა ზვეზდას" მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი, რომლის გუნდსაც ახლა ევროპაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს (24 თამაში). მეოთხეზე ჩვენებურია და მეხუთეზე ბეერ შევას "ჰაპოელის" თავკაცი ბარაკ ბახარი.

"შუა სეზონში ჩავარდნის შემდეგ ქეცბაიამ გუნდს 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეაძლებინა. თუკი ის ჩემპიონატს მოიგებს, კვიპროსის ისტორიაში მხოლოდ მეორე მწვრთნელი გახდება, ვინც ტიტული
ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო", - წერს ბრიტანული ჟურნალი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავ თემურ, გაიხარე სულ წარმატებები!
gizo
17:13 02-04-2016
0
ეს კაცი არის საკლუბო მწვრთნელი...რაც კარგად გამოსდის...ჰყავს შეკრული სასტავი და ათამაშებს...ნაკრებს სხვანაირი სპეციფიკა ჭირდება...
zaza
12:44 02-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული