four four two-მ თემურ ქეცბაია ევროპის თვის საუკეთესო მწვრთნელთა შორის დაასახელა

AutoSharing Option
ჟურნალმა four four two-მ მარტის თვის ევროპის ხუთი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და მათ შორის კვიპროსული აპოელ-ის ქართველი თავკაცი თემურ ქეცბაიაცაა.

პირველ ადგილზე "ბარსელონას" თავკაცი ლუის ენრიკეა, მეორეზე ლორან ბლანი (პსჟ), მესამეზე - "ცრვენა ზვეზდას" მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი, რომლის გუნდსაც ახლა ევროპაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს (24 თამაში). მეოთხეზე ჩვენებურია და მეხუთეზე ბეერ შევას "ჰაპოელის" თავკაცი ბარაკ ბახარი.

"შუა სეზონში ჩავარდნის შემდეგ ქეცბაიამ გუნდს 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეაძლებინა. თუკი ის ჩემპიონატს მოიგებს, კვიპროსის ისტორიაში მხოლოდ მეორე მწვრთნელი გახდება, ვინც ტიტული
ორი სხვადასხვა გუნდით მოიგო", - წერს ბრიტანული ჟურნალი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავ თემურ, გაიხარე სულ წარმატებები!
gizo
02 აპრილი 2016 17:13
0
ეს კაცი არის საკლუბო მწვრთნელი...რაც კარგად გამოსდის...ჰყავს შეკრული სასტავი და ათამაშებს...ნაკრებს სხვანაირი სპეციფიკა ჭირდება...
zaza
02 აპრილი 2016 12:44
0
ქეცბაია არის ფეხბურთელების მწვრთნელი
მურთაზი
01 აპრილი 2016 20:49
0
ამ კაცის ყოველთვის მჯეროდა და მჯერა
უბრალოდ იმათი არ მესმის ვინც მუდამ აკრიტიკებდა...
წავიდა და დადო შედეგი. ჩვენ მწვრთნელები კი არა ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ,ისეთი ბიჭები ვინც გამოვლენ და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ...
ioseb
01 აპრილი 2016 20:30
0
წარმატებები ქეძბაიას !
გიორგი
01 აპრილი 2016 20:17
0
თემური მაგარია!
არ დააცალეს ჩვენებმა. უსუსტესი (ისტორიაში) გუნდით შედეგები+თამაში მოსთხოვეს.
giga
01 აპრილი 2016 19:33
0
გენაცვალე თემურ,ქართული ფეხბურთის სიამაყე ხარ და ვამაყობ შენით..წარმატებები.
qomagi
01 აპრილი 2016 19:06
0
მნიშვნელობაც ერთია?
Hapoel = (H)apoel )))
01 აპრილი 2016 18:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული