ერთი ტენდენცია შევამჩნიეთ - სანაკრებო პაუზის მერე იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღეს, ძირითადად, არ მისცემიათ თავიანთ კლუბებში თავის გამოჩენის საშუალება.
მწირი უქმეების მიუხედავად, 6 ქართული გოლი მაინც გავიდა, თუმცა შედარებით სუსტ პირველობებზე - კვიპროსში, დანიის რანგით მეორე დივიზიონში, იტალიის დუბლების პირველობაზე, ყაზახეთსა და უზბეკეთში.
გერმანია. II ბუნდესლიგა. როგორც ჩანს, გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" უნდა გამოვიტიროთ - აუტსაიდერმა შინ "ჰაიდენჰაიმთან" 0:2 წააგო და ახლა არცთუ მცირე სასწაული თუ იხსნის გავარდნისგან. თამაშის წინ "დუისბურგის" საიტმა
III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილი "ვერდერის" დუბლების განაცხადში არ ყოფილა "ჰალეშერთან" მატჩში - 2:0.
ესპანეთი. სეგუნდა. გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკმა" ნამდვილი თრილერი ითამაშა "კორდობასთან" - 4:4. ჩვენებური სასტარტოში იყო. პირველ ტაიმში ის გააფრთხილეს, 65-ე წუთზე კი შეცვალეს.
ინგლისი. ჩემპიონშიპი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ "ბრენტფორდის" განაცხადში გამოჩნდა აკაკი გოგია (სათადარიგო), მისმა გუნდმა კი სტუმრად "ნოტინგემ ფორესტი" გაანადგურა - 3:0.
საფრანგეთი. ლიგა 1. ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა "რეიმსში" სათადარიგოთა სკამზე დასვეს და ინანეს - ჩვენებურის გუნდი სტუმრად "რენთან" 1:3 დამარცხდა.
ნასიონალი. ამირან სანაიას (ტრავმა) "ლერბიე" სტუმრად "სედანთან" 0:1 დამარცხდა.
იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო ვერ გაჰყვა "ემპოლის" ტურინში, სადაც მისი გუნდი 0:1 დამარცხდა.
"ემპოლის" დუბლებმა კი 2:0 იმარჯვეს სტუმრად "ბარისთან" და ერთ-ერთი გოლი რომან ჭანტურიამ გაიტანა.
ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (სათადარიგო) "ტუტოკუოიო" სტუმრად "სანტანრკანგელოსთან" შერცხვა - 1:4.
ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" დერბიში 1:2 დამარცხდა "ნეიმეგენთან". გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე.
პორტუგალია. სეგუნდა. ტრავმირებული გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ოლანენშეს" და ამით ელიტაში გადასვლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ავთო ებრალიძის (46-ე წუთზე შევიდა) "ჟილ ვისენტე" სტუმრად "ვარზიმთან" 0:2 დამარცხდა.
თურქეთი. სუპერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილის "ესქიშეჰირმა" სენსაცია მოახდინა - ბოლოადგილოსანმა გუნდმა "გალათასარაის" მოუგო. თუმცა ჩვენებურის წვლილი მოკრძალებულია, ის მოედანზე 91-ე წუთზე გამოჩნდა. სტუმრებმა ამის მერე გაიტანეს, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს - 4:1.
საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (86-ე წუთზე შევიდა) "ლევადიაკოსი" შინ "იანინას" 1:1 დაუზავდა.
ბელგია. პროქსიმუსლიგა. ლევან შენგელიას "ტუბიცემ" 2:0 მოუგო "სერკლ ბრიუგეს". ჩვენებურს არ უთამაშია.
რუსეთი. პრემიერლიგა. თედო გრიგალაშვილი ტრავმირებულია, მისმა "ტერეკმა" 3:2 დაამარცხა "ანჟი".
ჯანო ანანიძე (სიცხე) "სპარტაკის" განაცხადში არ ყოფილა "როსტოვთან" საგარეო მარცხში - 0:2. ნიკა კაჭარავა კი კვლავ ელის "როსტოვში" დებიუტს, ის სათადარიგო იყო.
"რუბინი" სტუმრად "ლოკომოტივთან" დამარცხდა. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ (6,5 ბალი "ჩემპიონატისგან").
ორი ქართველი გოლკიპერის, ნუკრი რევიშვილისა და გიორგი ლორიას დუელი დღეისთვის გადმოიდო. მიზეზი ისაა, რომ "კრილია სოვეტოვის" თვითმფრინავი სარანსკში ვერ დაეშვა. "მორდოვიას" წარმომადგენლები სტუმართათვის წაგების ჩათვლას ითხოვდნენ, მაგრამ თამაში 4 აპრილს გადმოიტანეს.
I დივიზიონი. ზურაბ არზიანის (90 წთ.) "არმავირი" შინ "შინიკთან" 0:2 დამარცხდა.
"სკა-ენერგია" "ზენიტის" დუბლებს 0:0 დაუზავდა. გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ილურიძე 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე.
უკრაინა. პრემიერლიგა. ჯაბა ლიპარტიას (სათადარიგო) "ზორიამ" 4:1 გაანადგურა ბუბა დაუშვილის (65-ე წუთზე შევიდა) "კარპატი".
ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" კი შინ კიევის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.
ოდესის "ჩერნომორეცი" სტუმრად "ვოლინს" დაუზავდა - 1:1. დავით ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და მან სრულად ითამაშა ოდესელთა რიგებში, მისი გუნდელი გიორგი გადრანი კი ჯერ ტრავმირებულია.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილი "პოგონის" რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა აუტსაიდერ "გორნიკთან" საგარეო შეხვედრაში. ანგარიში უკვე 1:1 იყო და მატჩი ასეც დასრულდა.
პოზნანში ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკმა" 1:0 იმარჯვა "ლეხზე".
I ლიგა. დავით მაკარაძის "სუვალკი" "კლუჩბორკს" 2:2 დაუზავდა. ჩვენებური განაცხადში არ იყო.
დანია. სასლიგა. მათე ვაწაძე "ორჰუსის" განაცხადშიც ვერ ვიხილეთ. მისმა გუნდმა შინ 1:1 ითამაშა აუტსაიდერ "ჰობროსთან".
I ლიგა. დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" "როსკილდე" 6:2 გაანადგურა. ჩვენებურმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. ეს მხოლოდ მეორე დუბლია წლეულს ქართული ლეგიონის ანგარიშზე.
ნორვეგია. გიორგი გოროზიას (მე-60 წუთზე შევიდა) "სტაბეკმა" სეზონი ცუდად დაიწყო. გუნდი ზედიზედ მესამე ტურში დამარცხდა, ამჯერად, "ბოდო გლიმტთან" - 1:3.
ჩეხეთი. ზურაბ ცისკარიძის (90 წ.) "ტეპლიცე" შინ 0:1 დამარცხდა "ბრნოსთან".
ლევან ყენიას "სლავიამ" პრაღის დერბი მოუგო "დუკლას" - 1:0. ჩვენებური სათადარიგო იყო.
სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტია "მიხალოვცეს" განაცხადში არ ყოფილა, მისი გუნდი კი სტუმრად "პოდბრეზოვასთან" 0:2 დამარცხდა.
კვიპროსი. თემურ ქეცბაია "ფორ ფორ თუ"-მ მარტის თვის ევროპის ხუთ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა. ამ ტურში მისმა აპოელ-მა ბოლო წამს გადაარჩინა თამაში "აპოლონთან" - 2:2. სამი ტურით ადრე ქეცბაია ახლოს არის მიზანთან - ჩემპიონობასთან.
ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ნეა სალამინას". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ის პირველ ტაიმში გააფრთხილეს.
დასარჩენად მებრძოლ ექვსეულში "არისი" "ახნასს" 2:2 ეთამაშა. სტუმრებმა ანგარიში შოთა გრიგალაშვილის გოლით გახსნეს. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს. მისმა ძმამ, ელგუჯამ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს). რევაზ ბარაბაძე "ახნასის" განაცხადში არ ყოფილა.
ლევან ხმალაძის (პირველი ტაიმი ითამაშა) "პაფოსი" შინ 1:1 დაუზავდა აელ-ს.
ბელორუსი. ექსსიონელი პაპუნა მოსემღვდლიშვილისა (36-ე წუთზე შეცვალეს) და იაკობ აფხაზავას (სათადარიგო) "სლავია" "სლუცკს" 1:1 ეთამაშა.
ვალერიან გვილიას (90 წთ.) "მინსკმა" 1:0 მოუგო "ვიტებსკს".
ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილი "ფლორას" განაცხადში არ ყოფილა "ინფონეტთან" საგარეო მატჩში (1:1).
მოლდოვა. გურამ მაღალდაძის (90 წთ.) "საქსანი" სტუმრად "ზარიასთან" 0:2 დამარცხდა.
აზერბაიჯანი. ნუგზარ კვირტიასა (68-ე წუთზე შევიდა) და სანდრო გურულის (სათადარიგო) აზალ-მა 3:0 მოუგო "ქიაფაზს".
ზაურ სვანაძის "ინტერი" სტუმრად "გაბალას" დაუზავდა - 0:0. ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ (გააფრთხილეს) და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ლომაია თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, ლაშა კასრაძე სათადარიგო გახლდათ.
სომხეთი. გიორგი ხუბუას (90 წთ.) "არარატი" დაუზავდა "შირაქს" - 1:1.
გოგიტა გოგატიშვილის (90 წთ.) "განძასარმა" 2:1 მოუგო "ბანანცს".
ყაზახეთი. გოგიტა გოგუას "ირტიშმა" 3:0 მოუგო "ატირაუს". 81-ე წუთზე მატჩის მესამე გოლი გოგუამ გაიტანა. ეს ქართველის სადებიუტო გოლია ყაზახეთის ჩემპიონატში.
უზბეკეთი. ამას წინათ კახა მახარაძემ უზბეკეთის თასზე "ლოკომოტივში" პირველი გოლი გაიტანა. ახლა 28 წლის ქართველმა გოლის გატანა ჩემპიონატშიც შეძლო. III ტურში "ლოკომოტივმა" ფერღანის "ნეფთჩი" 4:0 გაანადგურა. სტუმართა კარში ბოლო გოლი მატჩის 76-ე წუთზე სწორედ მახარაძემ გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი კვესიეშვილის (90) "ყიზილყუმმა" 2:1 მოუგო "ოლმალიქს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"