13:21 04-04-2016
გიორგი არაბიძის ბრწყინვალე საჯარიმო და გოლი "შახტარის" 19-წლამდელებში [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის გოლმა "შახტარს" გამარჯვება უკრაინის ჭაბუკთა ჩემპიონატის XXII ტურის ცენტრალურ მატჩში, ლიდერ "ოლიმპიკთან" მოუტანა - 1:0.
ახლა "შახტარს", "ოლიმპიკის" მსგავსად, 44 ქულა აქვს.
არაბიძემ საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ მატჩის 77-ე წუთზე შეასრულა. მანამდე კი რამდენჯერმე დაემუქრა მეტოქის კარს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგის დარტყმული სულაც "ოლიმპიკის" კარის ხარიხას მოხვდა.
საინტერესო კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ დამარცხებული გუნდის თავკაცმა იგორ კლიმოვსკიმ, რომელმაც თამაშში მხოლოდ გიორგი გამოარჩია:
"ვიმედოვნებდით, რომ ერთ ქულას მაინც გამოვრჩებოდით. მაგრამ შეხვედრის ბედი ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა - პრაქტიკულად ყველაფერს, რაც მოედანზე ხდებოდა, არაბიძე ქმნიდა, ვისგანაც მოდიოდა საფრთხე.
დაცვიდან ვთამაშობდით, კონტრშეტევებზე. "შახტარს" პირველ ტაიმში ნახევრადმომენტი ჰქონდა, მეორეში კი - ხარიხა და გოლი საჯარიმოდან, მეტი სახიფათო მომენტი არც ყოფილა. მაგრამ არაბიძეს საკმაო ოსტატობა აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ გაეტანა და თავისი გუნდისთვის გაემარჯვებინა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარგია,მაგრამ გაცილებით მეტის მოლოდინები იყო(((19წ შახტარში უნდა გაქონდეს გოლები?(ვერც 19 წ ასაკობრივში გამოიჩინა თავი((
0
0
19 წლის ვიტალი დარასელია რამაზ შენგელია გუცაევი ხურცილავა სერთაშორისო დონის ვარსკვლავები იყვნენ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული