11 ქულით გაიმარჯვა გერმანული "დუისბურგის" შემტევმა გიორგი ჭანტურიამ. მეორე ადგილზე გავიდა "ხიმნასტიკის" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია 6 ქულით, მესამეზე კი - პოლონური "შლიონსკის" ახალგაზრდა მცველი ლაშა დვალი.
პირველი ადგილი
გიორგი ჭანტურია - "დუისბურგი" (გერმანია). 22 წლის. 4 თამაში, 1 გოლი, 1 საგოლე პასიგიორგი "დუისბურგის" ლიდერად ჩამოყალიბდა. მან "ბრაუნშვაიგთან" საგარეო მატჩში გოლიც გაიტანა. გერმანულ მედიაში მას ყოველთვის კარგი შეფასებები აქვს. ეგ არის მხოლოდ, ჭანტურიას სიჩაუქე "დუისბურგს" ვერაფერში ეხმარება და გუნდი
მეორე ადგილი
გიორგი აბურჯანია - "ხიმნასტიკი" (ესპანეთი). 21 წლის. 3 თამაში, 1 გოლიაბურჯანიასთან ერთად "ხიმნასტიკი" ჯერ არ დამარცხებულა. მან "ბილბაოს" დუბლებს "სან მამესზე" გაუტანა. ეს აბურჯანიას პირველი გოლია ესპანურ კარიერაში.
მესამე ადგილი
ლაშა დვალი - "შლიონსკი" (პოლონეთი). 20 წლის. 4 თამაში, 1 გოლი.20 წლის ფეხბურთელი უპრობლემოდ მოერგო პოლონურ ექსტრაკლასას და მან "კორონასთან" თამაშში სადებიუტო გოლიც გაიტანა.
თვის ნომინანტთა შორის მოხვდნენ აგრეთვე: ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი) და ავთო ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია).
ქართული ლეგიონის მარტის სტატისტიკა
მარტში სულ 50-მა ფეხბურთელმა ითამაშა (აქ სამოყვარულო ლიგებს არ ვგულისხმობთ) 146 ოფიციალურ შეხვედრაში. გავიდა 13 ქართული გოლი და გაკეთდა 11 საგოლე პასი.ეს დიდი ზრდაა წინა თვეებთან მიმართებაში. ვნახოთ ცხრილში:
თვე ფეხბურთელი თამაში გოლი პასი
იანვარი 25 72 5 2
თებერვალი 34 108 5 5
მარტი 50 146 14 11
გოლები
მარტში იმაზე მეტი ქართული გოლი გავიდა, ვიდრე ერთად იანვარსა და თებერვალში - 14. დუბლი არავის შეუსრულებია, თუმცა მარტის თვეში ყველაზე მეტად თავი ბაქოს "ინტერის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გამოიჩინა სამი გოლით! კვეკვესკირმა ორი ჩემპიონატში გაიტანა და ერთი თასზე.
თითო გოლი გაიტანეს: დავით სხირტლაძემ, კახა მახარაძემ, გიორგი აბურჯანიამ, ვაკო ყაზაიშვილმა, ირაკლი შეყილაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა დვალმა, გიორგი ჭანტურიამ, ლევან შენგელიამ და სანდრო გურულმა.
ჭანტურიას გოლი ბრაუნშვაიგის კარში
ლევან შენგელიას გოლი დეინცეს კარში
დვალის გოლი კორონას კარში
ყაზაიშვილის გოლი გრონინგენის კარში
აბურჯანიას გოლი ბილბაოს კარში
კვეკვესკირის სუპერგოლი ხაზარის კარში
ლევან შენგელიას გოლი დეინცეს კარში
დვალის გოლი კორონას კარში
ყაზაიშვილის გოლი გრონინგენის კარში
აბურჯანიას გოლი ბილბაოს კარში
კვეკვესკირის სუპერგოლი ხაზარის კარში
საგოლე პასები
11 საგოლე პასიც მეტია, ვიდრე იანვარსა და თებერვალში ერთად. 3 საგოლე პასი დაუგროვდა ავთო ებრალიძეს (აქედან ორი ერთად), ორი საგოლე პასია ამ თვეში გურამ კაშიას ანგარიშზე. თითო საგოლე პასი ჰქონდათ: გიორგი ჭანტურიას, ჯაბა ლიპარტიას, ლევან ყენიას, ლადო დვალიშვილს, ჯანო ანანიძესა და გოგიტა გოგუას.დებიუტი, დისციპლინა
4 ქართველ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი: გოგიტა გოგუას "ირტიშში", დავით სხირტლაძეს "სილკებორგში", გურამ მაღალდაძეს "საქსანში" და ვალერიან გვილიას "მინსკში". ჩვენმა ლეგიონერებმა ჯამში 20 ყვითელი ბარათი მიიღეს. გაძევება არ ყოფილა.
იანვრის თვის გამარჯვებულები
1. ვაკო ყაზაიშვილი; 2. ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე
თებერვლის თვის გამარჯვებულები
1. გიორგი აბურჯანია; 2. ვაკო ყაზაიშვილი; 3. გურამ კაშია