"ვიტესის" თავკაცი: ვაკო ყაზაიშვილს ორი გზა აქვს - ბრძოლა და კიდევ ბრძოლა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ ვერ ეგუება სათადარიგოთა სკამზე ჯდომას. შეგახსენებთ, რომ ხელდერლანდის დერბიში "ნეიმეგენთან" ვაკო მხოლოდ შეცვლაზე შევიდა.

ვაკო ყაზაიშვილი: სათადარიგოთა სკამზე ჩემი ყოფნა არანორმალურია

"ფუტბალ ინტერნასიონალთან" საუბარში რობ მაასმა ახსნა, რატომ არ ათამაშებს ვაკო ყაზაიშვილს სასტარტოში:

"ვაკოს სტატუსი კლუბში შეცვლილია. ის აღარ არის ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი. ის ახლა სოლიდური, საბაზო ფეხბურთელია, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მან მართლაც ძალიან კარგად ითამაშა რამდენიმე შეხვედრაში, მაგრამ თუ მოუკლებს, გუნდში ყოველთვის არის კონკურენცია. ის იმედგაცრუებულია, მაგრამ სწორედ ის
მომენტია, როგორ უნდა ებრძოლოს ამ იმედგაცრუებას. მას ბევრის მომატება შეუძლია საკუთარ თამაშში.

ერთ დროსაც, ის შეიძლება ტოპ-გუნდში გადავიდეს და იქ მას ყოველთვის შეხვდება ისეთი სიტუაცია, სადაც 20-22 მაღალი კლასის ფეხბურთელია. სჯობს, აქედანვე მოემზადოს.

გუნდი ყოველ კვირა უნდა გამოდიოდეს ოპტიმალური შემადგენლობით იმ მომენტისთვის. გიჟი ხომ არ ვარ, რომ არ მქონდეს არჩევანი. ვაკომ უნდა იცოდეს, რომ მის პოზიციაზეც გვყავს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები.

იმედგაცრუება სპორტის თანმდევია. მესმის, რომ ის იმედგაცრუებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გამოსავალია - უნდა იბრძოლო და უნდა იბრძოლო", - განაცხადა მაასმა, რასაც ჟურნალისტის ლოგიკური კითხვა მოჰყვა:

- და რას აკეთებს ამ შემთხვევაში ყაზაიშვილი?
- ის იმედგაცრუებულია...

შეგახსენებთ, რომ რობ მაასმა ზამთარში შეცვალა პეტერ ბოში. მას მერე გუნდში პერიოდულად აქვთ პრობლემები სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით მოწინავე ფეხბურთელებს, მაგალითად, კელვინ ლეერდამსა და გურამ კაშიას.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით გრუზინული მენტალიტეტი ჭირს. ამდენი ხანია ჰოლანდიაში ვარჯიშობ და თამაშობ.ხოდა უკვე უნდა წინ წაეწია ცოტა მაინც.არამგონია ბონის მასზე დიდი პოტენცია ჰქონოდა,მაგრამ ბონი სიტიშია ყაზაიშვილი კი სათადარიგოს ტკეპნის. ისე მომწონს მწევრთნელის აზრები. უნდა იგრძნოს ფეხბურთელმა,რომ უცვლელი არარის. წუწუნის და სლუკუნის მაგივრად მიწა უნდა მოხნას ვარჯიშით.დაუმტკიცოს მწვრთნელს რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა.საერთოდ გეყო რა ეს ვიტესი. ეს რომ მაგარ გუნდში გადავიდეს მაშინ იქ რა მოუვა? ცოცხლად შეგჭამენ ისეთი კონკურენციაა. ვარჯიში ვარჯიში და თავგანწირვა!!! მარა ქართველი?
MARADONA
11:51 07-04-2016
0
მე მგონი უბრალოდ დაბალი დონის მწვრთნლია. აქ არაა საუბარი ყაზაიშვილზე ან კაშიაზე ან ქართველებზე. ეს ტიპი რბილად რომ ვთქვათ დაბალი დონის მწვრთნელია. ისე ლაპარაკობს გეგონება ყაზაიშვილზე მაგარი ფეხბურთელები ყავდეს და რაც მთავარია შედეგი ჰქონდეს!!!! ნოლი შედეგი!!! საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს ვიტესი. ყაზაიშვილს ვინ აყენებს ხოლმე თავდასხმაში? მე? თუ ეს რობ მაასი? კაშიას ჯერ არ ათამაშებდა მერე მარჯვენა მცველად ათამაშა, მოკლედ არ ესმის რა. რა შუაშია კონკურენცია? კონკურენცია ნიშნავს თუ გყავს შესაბამისი კადრები, ვიტესს ვინ ჰყავს?
გგგგგგგგგგგგგ
10:43 07-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული