გოგიტა გოგუა ყაზახეთში თვის ლეგიონერებში მეორე ადგილზეა

AutoSharing Option
Sports.kz-მ ყაზახეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. "ირტიშის" ახალწვეული გოგიტა გოგუა გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა ლეგიონერებს შორის. მას მხოლოდ სერბმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ხმებს თავად ფეხბურთელები და მწვრთნელი აძლევენ. გოგუა ფეხბურთელებში პირველ ადგილზე გაიყვანა ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავით ლორიამ, სამატ სმაკოვმა კი მეორე ადგილზე დაასახელა. ფეხბურთელთა შორის გოგუა მე-9 ადგილზე გავიდა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ ჩვენებურს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს კლუბში.

ყაზახეთის ჩემპიონატის დაწყებიდან სამი ტურია გასული და გოგიტას ანგარიშზე უკვე გოლი და ორი
საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ გოგიტ, გაიხარე.
gizog
22:14 06-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული