ლეგიონი გუშინ: ვაკო გვილია ბელორუსის თასის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის, ვაკო გვილიას "მინსკი" ბელორუსის თასის ნახევარფინალში გავიდა.

მინსკელები საპასუხო მეოთხედფინალში გასვლაზე დაუზავდნენ (0:0) სოლიგორსკის "შახტიორს", პირველი შეხვედრა კი შინ 2:0 ჰქონდათ მოგებული. გვილიამ 77 წუთი ითამაშა.

ნახევარფინალში გვილიას გუნდი "ტორპედო-ბელაზს" დაუპირისპირდება.

* * *
გუშინ რუსეთის პირველ დივიზიონში "სკა ენერგიამ" შინ 0:1 წააგო ტულის "არსენალთან".

მასპინძელთა რიგებში 90 წუთი იყო მოედანზე გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ილურიძე კი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო.

"არმავირმა" გასვლაზე 1:1 ითამაშა "კამაზთან". სტუმართა შორის სრულად გაისარჯა და ყვითელი ბარათი მიიღო ზურაბ არზიანმა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული