ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" სასტარტოს უბრუნდება

AutoSharing Option
voetbalwedden.net-ის ინფორმაციით, ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგ ტურში გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

9 აპრილს "ვიტესი" "დენ ჰააგს" მასპინძლობს. "ვიტესი" მე-7 ადგილზეა, ხოლო "დენ ჰააგი" - მეათეზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი ტურია, 23 წლის ყაზაიშვილი, რომელიც 10 გოლით გუნდის ბომბარდირია, სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და ის შეცვლაზე შედის.

შეგახსენებთ, რომ თვეების წინ ანალოგიური პრობლემა გუნდის კაპიტან გურამ კაშიას ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული