ლეგიონი: გურამ კაშიამ "დენ ჰააგს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option

Kashia GOAL (1:1) Vitesse vs Den Haag by hdlivegoals
დღეს, 9 აპრილს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 30-ე ტურში, გოლით თავი არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გამოიჩინა.

გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" "დენ ჰააგს" მასპინძლობდა და ფრეს დასჯერდა - 2:2. ქართველმა კაპიტანმა თავი 35-ე წუთზე გამოიჩინა, როცა არნემელები მარცხდებოდნენ და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 63-ე წუთზე "ვიტესმა" მეორე გოლიც გაუშვა, მაგრამ 90-ე წუთზე არნემელები მარცხისგან დენის ოლიინუკმა იხსნა - 2:2.

ძირითად შემადგენლობაში იყო ყაზაიშვილიც, რომელმაც კაშიას მსგავსად შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ჩატარებული 30 შეხვედრის შემდეგ ქართველთა გუნდი 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული