დღეს, 9 აპრილს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 30-ე ტურში, გოლით თავი არნემის "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გამოიჩინა.
გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" "დენ ჰააგს" მასპინძლობდა და ფრეს დასჯერდა - 2:2. ქართველმა კაპიტანმა თავი 35-ე წუთზე გამოიჩინა, როცა არნემელები მარცხდებოდნენ და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 63-ე წუთზე "ვიტესმა" მეორე გოლიც გაუშვა, მაგრამ 90-ე წუთზე არნემელები მარცხისგან დენის ოლიინუკმა იხსნა - 2:2.
ძირითად შემადგენლობაში იყო ყაზაიშვილიც, რომელმაც კაშიას მსგავსად შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ჩატარებული 30 შეხვედრის შემდეგ ქართველთა გუნდი 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
23:30 09-04-2016
ლეგიონი: გურამ კაშიამ "დენ ჰააგს" გაუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული