არაბიძის "შახტარი" "სტალს" სტუმრობდა და მეტოქეს ანგარიშით 4:2 სძლია. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა შეხვედრის 29-ე წუთზე მიითვალა, როცა დონეცკელები 0:1-ს მარცხდებოდნენ და გიორგის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს გოლი მოჰყვა.
66-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, არაბიძემ საჯარიმო გამოიმუშავა, თავადვე შეასრულა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი მატჩის 89-ე წუთზე შეცვალა.
- გიორგი არაბიძის ბრწყინვალე საჯარიმო და გოლი "შახტარის"
აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრის წინ დონეცკელთა პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ჟურნალისტებმა არაბიძეზე ჰკითხეს, თუ რატომ არ ვარჯიშობს ის პირველ გუნდთან ერთად, რაზეც სპეციალისტმა შემდეგი პასუხი გასცა: "როგორც იცით, დღეს დუბლების თამაშია და არაბიძეც იქაა".
ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ "შახტარის" 21-წელამდელთა გუნდი 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილებს კიევის "დინამოსთან ერთად იყოფს.
ოპაა ჯერ კიდევ ... ქართული ფეხბურთი