U21. არაბიძე შეუჩერებელია - გიორგის ულამაზესი გოლი და საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე 9 აპრილს უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 21-ე ტურში გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა.

არაბიძის "შახტარი" "სტალს" სტუმრობდა და მეტოქეს ანგარიშით 4:2 სძლია. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა შეხვედრის 29-ე წუთზე მიითვალა, როცა დონეცკელები 0:1-ს მარცხდებოდნენ და გიორგის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს გოლი მოჰყვა.

66-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, არაბიძემ საჯარიმო გამოიმუშავა, თავადვე შეასრულა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი მატჩის 89-ე წუთზე შეცვალა.

- გიორგი არაბიძის ბრწყინვალე საჯარიმო და გოლი "შახტარის"
19-წლამდელებში [VIDEO]


აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრის წინ დონეცკელთა პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ჟურნალისტებმა არაბიძეზე ჰკითხეს, თუ რატომ არ ვარჯიშობს ის პირველ გუნდთან ერთად, რაზეც სპეციალისტმა შემდეგი პასუხი გასცა: "როგორც იცით, დღეს დუბლების თამაშია და არაბიძეც იქაა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ "შახტარის" 21-წელამდელთა გუნდი 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილებს კიევის "დინამოსთან ერთად იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგია გოლი რომ გაიტანა,მაგრამ გოლით ნუ საზღვრავთ მოთამაშის თამაშის ხარისხს.მთავარია მოთამაშემ რა მოცულობის სამუშაო შეასრულა.უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ დათვურ სამსახურს ნუ გავუწევთ არაბიძეს ზედმეტი ქებით,თორემ მაგის წარმატება ყველას გაგვეხარდება.
malxazi
13:04 10-04-2016
0
მაგარი ნიჭიერია. მთავარია არ გაფუჭდეს.
ალექსანდრე
13:56 10-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული