U21. გიორგი არაბიძე - კვლავ აქტიური, მაგრამ უგოლოდ

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერის გიორგი არაბიძის დონეცკის "შახტარმა" 16 აპრილს უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 22-ე ტურში "ოლიმპიკს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო.

როგორც დონეცკელთა ოფიციალური საიტი წერს, არაბიძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა გოლის გასატანად. არაბიძემ ერთ მომენტში საჯარიმო დარტყმა შეასრულა სახიფათოდ. პირველ ტაიმში გიორგის ალექსანდრ ზუბკოვის გადაცემის შემდეგ კიდევ ერთი საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა მიზანმა უმტყუვნა - მისი დარტყმული კარს ოდნავ აცდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შეხვედრის 83-ე წუთზე
შეცვალა.

ჩატარებული 22 შეხვედრის შემდეგ "შახტარის" 21-წელამდელთა გუნდს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილებს კიევის "დინამოსთან" ერთად იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული