ლეგიონი გუშინ: საბა კვირკველიამ ტური გამარჯვებით დახურა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის XXIV ტურის ბოლო შეხვედრაში ყაზანის "რუბინმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "ურალს". საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ ყაზანელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა ენერგიამ" შინ 1:0 დაამარცხა "ტომსკი". გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი დაჰყო მოედანზე გიორგი ნავალოვსკიმ, გიორგი ილურიძე კი 70-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

ამავე ლიგაში "არმავირმა" სტუმრად 0:1 წააგო "სპარტაკის" დუბლებთან. მოსკოველთა შორის ერთადერთი გოლი გიორგი მელქაძემ გაიტანა. "არმავირის" შემადგენლობაში კი ზურაბ არზიანი 56-ე წუთზე შეცვალა ირაკლი ჭეჟიამ. თავის მხრივ, ისიც მოგვიანებით შეცვალეს.

გერმანიის II ბუნდესლიგის გუშინდელ
მატჩში ("ბრაუნშვაიგი"-"ფრაიბურგი") სტუმართა შორის განაცხადში არ ყოფილა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული