გუშინ ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.
იტალია. სერია A-ში "ემპოლიმ" საშინაო მატჩი 1:0 მოუგო აუტსაიდერ "ვერონას". მასპინძელთა შორის ლევან მჭედლიძემ 83-ე წუთიდან ითამაშა. აღსანიშნავია, რომ "ემპოლის" შემადგენლობაში მოხვდა რომან ჭანტურიაც, რომელიც გუშინ მოედანზე არ გამოჩენილა და შეხვედრას თვალყური სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
ბელორუსი. თასის ნახევარფინალის პირველ რაუნდში ვაკო გვილიას "მინსკი" გასვლაზე "ჟოდინოს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა. გვილიამ 90 წუთი ითამაშა.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. გასავარდნ ჯგუფში "შლიონსკმა" შინ 3:1 სძლია "იაგელონიას". მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა ლაშა დვალმა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
კვიპროსი. თასის გათამაშების ნახევარფინალიდან გავარდა თემურ ქეცბაიას აპოელ-ი, რომელმაც პენალტების სერიაში წააგო "აპოლონთან". ამ გუნდებს შორის ორივე შეხვედრა 1:1 მორჩა.
ნორვეგია. ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "სტაბეკი" შინ 0:1 დამარცხდა "სტრიომსგოდსეტთან". მასპინძელთა შორის სასტარტოში იყო ნახევარმცველი გიორგი გოროზია, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.
უკრაინა. თასის პირველ ნახევარფინალში "დნიპრომ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ზორია" - 1:0. გამარჯვებულთა შორის არ ყოფილა სანდრო კობახიძე, ლუგანსკელთა ძირითადში კი 61 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:02 21-04-2016
ლეგიონი გუშინ: ლაშა დვალმა "იაგელონიასთან" საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
yvelas usurveb gulit warmatebul karieras magram dges am chamotvliltagan roman chanturia da lazha dvzli martla meimedeba
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული