გიორგი აბურჯანია "ხიმნასტიკს" მორიგ ტურში უბრუნდება

AutoSharing Option
ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელმაც გუნდის ვარჯიშზე, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას კოჭი გადაიტრიალა და სეგუნდა დივიზიონის 34-ე ტურის მატჩი გამოტოვა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ჩვენი ინფორმაციით, აბურჯანია მორიგ ტურში "ხიმნასტიკის" განაცხადში იქნება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელი კვლავაც ვერ ვარჯიშობს სრული დატვირთვით და 90 წუთის სათამაშოდ მზარ არ არის, უცნობია, დაიწყებს თუ არა მატჩს ძირითად შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ სეგუნდა დივიზიონის 35-ე ტურში აბურჯანიას გუნდი მე-20-ადგილოსან "იაგოსტერას" დაუპირისპირდება. 34-ე ტურის შემდეგ 53 ქულით "ხიმნასტიკი" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული