U21. 4 მატჩში 3 გოლი - გიორგი არაბიძემ "შახტარში" ისევ ჯარიმიდან გაიტანა

AutoSharing Option
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 23-ე ტურში დონეცკის "შახტარის" ქართველმა ფეხბურთელმაგიორგი არაბიძემ თავი მორიგი გოლით გამოიჩინა.

არაბიძის "შახტარი" სტუმრად "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:1 იმარჯვა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, გიორგი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. შეხვედრის მე-14 წუთზე საჯარიმოსთან ახლოს გიორგიზე წესები დაირღღვა, ჯარიმა თავად დაზარალებულმა შეასრულა და ულამაზესი დარტყმით თავის ანგარიშზე მორიგი გოლი მიითვალა.

არაბიძეს კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული კარს ოდნავ აცდა. მატჩის 82-ე წუთზე "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა არაბიძე მოედნიდან გაიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო ჩატარებულ 4
შეხვედრაში არაბიძემ სამი საჯარიმო დარტყმით გაიტანა - აქედან 1 19-წლამდელებში, 2 კი - 21-ებში.

ამრიგად, არაბიძის გუნდს 57 ქულა დაუგროვდა და მანამ, სანამ კიევის "დინამო" თღავის შეხვედრას გამართავს, ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ის კაცია ყიფიანის ნაკრებში დავალებებს,რომ ვერ ასრულებს?
tamazi tsomaia
09:13 23-04-2016
0
ტამაზ რომ არ იცი ნუ ცერ რა ტუ ცმახარ
kako
12:17 23-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული