ლეგიონი: გოგიტა გოგუამ მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 აპრილს ყაზახეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში გოგია გოგუა მორიგი საგოლე პასით გამოირჩა.

გოგუას "ირტიშმა" ჩემპიონატის ლიდერ "ასტანას" უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 2:2.

ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა მატჩის მე-3 წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან მიითვალა - მის ჩამოწოდებულ ბურთს თავი იელდოს ახმეტოვმა დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. ამრიგად, 7 შეხვედრაში გოგუას ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ამრიგად, "ირტიშს" 17 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზეა, პირველ ადგილოსან "ასტანას" კი კვლავაც 2 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული