ლეგიონის უქმეები: თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლი სუპერლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
ქართულ სამ გოლსა და ორ საგოლე პასში უთუოდ თორნიკე ოქრიაშვილის შედევრი უნდა გამოვყოთ - მისთვის პირველი თურქულ სუპერლიგაში...

ლიგა 1. ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა ყვითელი ბარათების რიცხვით (11). ამიტომაც მას კიდევ ერთხელ მოუწია დისკვალიფიკაცია - ქართველმა "ნიცასთან" მატჩი (0:2) გამოტოვა, "რეიმსი" კი ძალიან სახიფათო ზონაშია.

გერმანია. II ბუნდესლიგა. ფრაიბურგში ქართული დუელი არ შედგა - ლუკას ჰუფნაგელი "ფრაიბურგის" სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჭანტურია მას მერე გამოცვალეს (83-ე წუთზე), რაც "დუისბურგი" 10 კაცის ამარა დარჩა. ამ ორ გუნდს შორის დიდი
სხვაობაა, რაც ანგარიშზეც აისახა - "ფრაიბურგმა" 3:0 მოიგო და ცალი ფეხით ბუნდესლიგაშია (გადასასვლელი მატჩი უკვე გაინაღდა), აი, "დუისბურგი" კი 25 ქულით ბოლოა.

III ლიგა. გიორგი პაპუნაშვილის (ტრავმა) "ვერდერი II" შინ "ფორტუნასთან" 1:3 დამარცხდა.

ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგია 77-ე წუთზე გავიდა "მილტონთან" მატჩში, რომელიც "ბრენტფორდმა" სტუმრად 4:1 მოიგო.

ესპანეთი. სეგუნდა დივიზიონი. გიორგი აბურჯანია კვლავ ტრავმირებულია, მისმა "ხიმნასტიკმა" კი სტუმრად 1:1 ითამაშა "ლიაგოსტერასთან".

იტალია. ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (72-ე წუთზე შეცვალეს) "ტუტოკუოიო" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ლუკეზესთან".

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. გიორგი მაკარიძის (90 წთ) "ფეირენშემ" შინ 3:1 მოუგო "ოლივეირენშეს".

ავთო ებრალიძის (61-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტე" კი 1:1 დაუზავდა "ვიზეუს".

ბელგია. პროქსიმუსლიგა. "ტუბიცემ" გასვლაზე 1:0 მოუგო "პატრო ეისდენს". ლევან შენგელიამ 55-ე წუთიდან ითამაშა.

თურქეთი. სუპერლიგა. თორნიკე ოქრიაშვილმა თურქულ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. სწორედ მისი ბრწყინვალე გოლის წყალობით, "ესქიშეჰირმა" სტუმრად "მერსინი" 2:1 დაამარცხა. ქართველმა ბოლო წუთზე გაიტანა. ის მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ესქიშეჰირი" თუ გადარჩენის შანსს ინარჩუნებს, "რიზე" ძალიან უახლოვდება სახიფათო ზონას. ნიკა ძალამიძის (სათადარიგო) გუნდმა "ქონიასთან" სტუმრად 1:3 წააგო.

რუსეთი. პრემიერლიგა. გამოჯანმრთელებულმა ჯანო ანანიძემ "სპარტაკის" დუბლებში ითამაშა. მან ერთი ტაიმი გაატარა "მორდოვიას" რეზერვისტებთან მოგებულ (4:0) შეხვედრაში. მეორე ტაიმი კი ჯანომ უკვე ძირითადი გუნდების მატჩში ითამაშა, რომელიც 2:2 მორჩა. ქართველმა "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი მიიღო. სტუმართა კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა (6,5 ბალი), მამუკა კობახიძე კი სათადარიგო იყო.

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" 1:1 ითამაშა "ურალთან". ქართველმა მეკარემ "ჩემპიონატისგან" 6,5 ბალი მიიღო.

"რუბინმა" შინ "ტერეკთან" 0:1 წააგო. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ (6 ბალი), ხოლო სტუმართა შორის არ იყო ტრავმირებული თედო გრიგალაშვილი.

ნიკა კაჭარავას "როსტოვმა" მოულოდნელად "ზენიტი" გაანადგურა - 3:0 და პირველ ადგილზეა. სამწუხაროდ, ჩვენებური მხოლოდ სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა.

უკრაინა. პრემიერლიგა. გიორგი არაბიძემ "შახტარის" დუბლებში ითამაშა "ჩერნომორეცთან" სტუმრად მოგებულ (4:1) შეხვედრაში. ქართველმა კვლავ გოლით გამოიჩინა თავი და კვლავ - საჯარიმო დარტყმით. მატჩის მიწურულს არაბიძე შეცვალეს.

ამ გუნდების ძირითად შემადგენლობათა შეხვედრა 1:1 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, ხოლო გიორგი გადრანი კვლავ ტრავმირებულია.

ბუბა დაუშვილის (78-ე წუთზე შევიდა) "კარპატიმ" 3:0 დაამარცხა "ჰოვერლა".

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" 1:1 დაუზავდა "ვოლინს". 61-ე წუთზე ჩვენებურმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ათ წუთში საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ტრავმირებული დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" შინ "დნიპროსთან" 0:4 განადგურდა.

სანდრო კობახიძე "დნიპროს" განაცხადში არ იყო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლადო დვალიშვილის "პოგონმა" შინ "ლეხს" მოუგო - 1:0. ჩვენებური ძირითადში იყო და 91-ე წუთზე შეცვალეს.

დარჩენისთვის იბრძვის ლაშა დვალის "შლიონსკი", რომელმაც სტუმრად "პოდბესკიძიეს" 2:1 აჯობა. ჩვენებური სასტარტოში არ იყო. ის შესვენების მერე გამოჩნდა სტუმართა გუნდში.

დანია. სუპერლიგა. მათე ვაწაძის (82-ე წუთზე შევიდა) "ორჰუსი" სტუმრად "ბრონდბიუსთან" 1:2 დამარცხდა.

I დივიზიონი. დავით სხირტლაძემ გაიტანა "სილკებორგისა" და "ნესტვედის" მატჩში - 3:0.

ჩეხეთი. "ტეპლიცეს" მცველი ზურაბ ცისკარიძე დისკვალიფიცირებული იყო. ამიტომ არ შედგა ქართული დუელი "სლავიასა" და "ტეპლიცეს" მატჩში - 2:2. ლევან ყენია მინდორზე მხოლოდ 88-ე წუთზე გამოჩნდა.

სლოვაკეთი. ბოლო დროს "მიხალოვცეს" რიგებში აღარ ჩანს აკაკი ხუბუტია. მისი გუნდი სტუმრად "რუჟემბეროკს" დაუზავდა - 0:0.

კვიპროსი. ირაკლი მაისურაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "ანორთოსისი" სტუმრად აეკ-თან 2:3 დამარცხდა.

ქართველთა "ახნასი" გასვლაზე "ერმისს" 1:1 დაუზავდა. ელგუჯა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), მისი ძმა შოთა კი 64-ე წუთზე შეცვალეს. 87-ე წუთზე მოედანზე რევაზ ბარაბაძეც გამოჩნდა. ლევან ხმალაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "პაფოსმა" 1:0 მოუგო "არისს".

ფინეთი. იკონენლიგა. ირაკლი სირბილაძის (90 წუთი) კპვ-მ ჩემპიონატის I ტურში "ეკენასს" 2:0 მოუგო.

ბელორუსი. პაპუნა მოსემღვდლიშვილი "კრუმკაჩისა" და "სლავიას" შეხვედრაში (1:0) 66-ე წუთზე გააძევეს. "სლავიას" რიგებში სასტარტოში იყო იაკობ აფხაზავაც, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.

ვალერიან გვილიამ გაიტანა "მინსკისა" და "ბელშინას" შეხვედრაში. მან 43-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და მატჩი 1:1 მორჩა. მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი მეორე ტაიმში გააფრთხილეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (70-ე წუთზე შეცვალეს) "ფლორამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "პიარნუ".

აზერბაიჯანი. "დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო - "ყარაბაღი". ჩვენ კარშიც კი ვერ დავარტყით", - ეს ბაქოს "ინტერის" თავკაცის, ზაურ სვანაძის სიტყვებია, მას მერე, რაც მისი გუნდი სტუმრად 0:2 დამარცხდა ჩემპიონთან. ოთხმა ქართველმა - გიორგი ლომაიამ (გააფრთხილეს), ზურაბ ხიზანიშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა - შეუცვლელად ითამაშა. ლაშა კასრაძე სათადარიგო იყო.

ქართველთა აზალ-ი სტუმრად "რავანთან" 0:1 დამარცხდა. სანდრო გურულმა და ნუგზარ კვირტიამ 90-90 წუთი ითამაშეს.

სომხეთი. გოგიტა გოგატიშვილის (90 წუთი) "განძასარი" 2:2 დაუზავდა ლიდერ "ალაშკერტს".

ყაზახეთი. გოგიტა გოგუას "ირტიში" ლიდერთა მატჩში "ასტანას" დაუზავდა - 2:2. გოგუა გააფრთხილეს და 92-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ მან საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო. მის ანგარიშზე 7 ტურში 3 გოლი და 5 საგოლე პასია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კახა ცხადაძის "ქაირათმა" დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა "აქტობე".

უზბეკეთი. გიორგი კვესიეშვილის (68-ე წუთზე შეცვალეს) "ყიზილყუმმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა "კოკანდი".

კახა მახარაძის (90 წუთი) "ლოკომოტივმაც" სტუმრად იმარჯვა - 2:0 მოუგო "შორტანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქრიაშვილის გოლი ბრწყინვალე კიარა ეს იყო შედევრი, მთელი ევროპის სპორტული პრესა დღეს მხოლოდ მაგ გოლზე საუბრობდა აღფრთოვანებით, მაგაზე სასწაული , სანახაობრივი გოლი ფეხბურთის გულშემატკივრებს შეიძლება არც ახსოვდეთ )))))))))) პ.ს. ეს ქართველი სპორტული ჟურნალისტები მთლად დაწყობილი ჭკუის ვერ უნდა იყოთ))))
მეგრე
14:22 25-04-2016
0
თოკო, დროა გამოავლინო შენი შესაძლებლობები,თორემ დრო ულმობელია, ძალიან ძალიან მალე გარბის. სულ წარმატებებს გისურვებ
gizog
16:36 25-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული