ლეგიონი: რომან ჭანტურია კვლავაც "ემპოლის" განაცხადში იქნება!

AutoSharing Option
დღეს, 25 აპრილს, იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში ლევან მჭედლიძისა და რომან ჭანტურიას "ემპოლი" სტუმრად  "კარპის" დაუპირისპირდება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "ემპოლის" მთავარი გუნდის განაცხადში კვლავ იქნება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი რომან ჭანტურია, რომელიც პირველად "ემპოლის" განაცხადში წინა ტურში მოხვდა. იქნება ლევან მჭედლიძეც...

აღსანიშნავია, რომ ჭანტურიამ შაბათს, 23 აპრილს, "ემპოლის" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა ისევ და თავი მორიგი გოლით გამოიჩინა - ქართველმა ამჯერად "აველინოს" გაუტანა და 17 მატჩში ეს მისი მე-14 გოლი იყო.

34 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქართველთა "ემპოლი" სერია A-ს
სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-12 ადგილზეა და დღეს გამარჯვების შემთხვევაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული