ლეგიონი გუშინ: გაძევებული ლევან მჭედლიძე და დაკარგული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ჩვენთვის არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. "ემპოლი" გადარჩენისთვის მებრძოლ "კარპის" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელიც... 25-ე წუთზე გააძევეს, მას მერე, რაც მისი იდაყვი ერთ-ერთ მეურვეს სახეში მოხვდა.

რაც შეეხება რომან ჭანტურიას, ის "ემპოლის" განაცხადში არ ყოფილა.

* * *
რუსეთის ჩემპიონატის I დივიზიონში "სკა ენერგია" გასვლაზე დაუზავდა "ორენბურგს" - 0:0. გიორგი ნავალოვსკიმ სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, გიორგი ილურიძე კი 31-ე წუთზე შეცვალეს.

"არმავირმა" შინ
2:3 წააგო ომარ თეთრაძის "ენისეისთან". მასპინძელთა რიგებში 62-ე წუთზე შეცვალეს ზურაბ არზიანი, ირაკლი ლოგუა კი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაჯდა სათადარიგოთა სკამზე.

* * *
ნორვეგიის ჩემპიონატში "სტაბეკმა" გასვლაზე 1:3 წააგო "ჰაუგესუნდთან". დამარცხებულთა შორის სასტარტოში 55 წუთი ითამაშა გიორგი გოროზიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
"აბსოლ-ი-ტურად" კი არა, აბსოლ-უ-ტურად; "ნოკაუ-დ-ი" კი არა, ნოკაუტი; "მეორი" კი არა... თუმცა, ეს ალბათ, მხოლოდ ე.წ. ტექნიკური წუნია. აი, ორჯერ კი არ "უთავაზა" /უთავაზა, მაგარია!:)/, დარტყმების სერია დააყარა! კარგი რა, შე კაი (?) კაცო! "ბოქსი" გაქვს ნანახი და ფეხბურთში აგერია? ))))))))))))
boria-ს
12:59 27-04-2016
0
ეთანხმე "ერთმანეთს"=საკუთარ თავს! ))) p.s. რაღა რომა, ბორია... ქართული ვერ გაიხსენე? ეეჰ, რაც უნდა იყოს, მაინც საქართველოში ცხოვრობ... ))))
borაi=roma=...
11:37 27-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული