ლეგიონი გუშინ: გაძევებული ლევან მჭედლიძე და დაკარგული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ჩვენთვის არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. "ემპოლი" გადარჩენისთვის მებრძოლ "კარპის" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელიც... 25-ე წუთზე გააძევეს, მას მერე, რაც მისი იდაყვი ერთ-ერთ მეურვეს სახეში მოხვდა.

რაც შეეხება რომან ჭანტურიას, ის "ემპოლის" განაცხადში არ ყოფილა.

* * *
რუსეთის ჩემპიონატის I დივიზიონში "სკა ენერგია" გასვლაზე დაუზავდა "ორენბურგს" - 0:0. გიორგი ნავალოვსკიმ სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, გიორგი ილურიძე კი 31-ე წუთზე შეცვალეს.

"არმავირმა" შინ
2:3 წააგო ომარ თეთრაძის "ენისეისთან". მასპინძელთა რიგებში 62-ე წუთზე შეცვალეს ზურაბ არზიანი, ირაკლი ლოგუა კი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაჯდა სათადარიგოთა სკამზე.

* * *
ნორვეგიის ჩემპიონატში "სტაბეკმა" გასვლაზე 1:3 წააგო "ჰაუგესუნდთან". დამარცხებულთა შორის სასტარტოში 55 წუთი ითამაშა გიორგი გოროზიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
შენს კომპიუტერში კარგად აჩვენებს?!
roma-ს
18:07 26-04-2016
0
დაგეგმილი არ კონია მე ესე ვფიქრობ მთლიანი თამაში არ მინახია მაგრამ ეს მოძრაობა "შურისძიებას"გავდა ფეხბურთში(და სხვა სპორტშიც)სამწუხაროდ არსებობს ბინძური ილეთები,არ გაუმართლა და პირდაბირ გვერდითი მსაჯის სახის წინ გააკეთა.რას იზავ იმედი ვიქონიოთ ჭკუას ისწავლის,შეიდსლება ეს ჭანტურიას ბედის წერაც იყო იქნებ ვიხილოთ ბოლოსდაბოლოს
vova
19:59 26-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული