თორნიკე ოქრიაშვილი: "ესქიშეჰირის" სუპერლიგაში დარჩენა - სხვაზე არც ვფიქრობ

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით თურქული სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ესქიშეჰირში" თამაშობს. აქამდე ქართველი თითქოს, ჩრდილში იყო, მაგრამ "მერსინთან" საგარეო მატჩში სუპერგოლით გამოირჩა და თურქული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თორნიკემ მცირე ინტერვიუ მისცა ajansspor.com-ს.

ოქრიაშვილმა აღნიშნა, რომ მაღალ შეფასებას აძლევს ძმები არველაძეების კარიერას თურქეთში:

"მათ ძალიან კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდათ. ორივე, შოთა და არჩილი, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. კარგი იქნებოდა, თურქეთში ფეხბურთი ისე მეთამაშა, როგორც შოთა არველაძეს, მაგრამ ამის მიღწევას მეტი განვითარება სჭირდება".

ოქრიაშვილი ბელგიაში გატარებულ დროსაც იხსენებს:

"2014/15 წლების
სეზონისთვის "გენკში" გადავედი, ახლა კი შუა სეზონში მივიღე შემოთავაზება "ესქიშეჰირიდან", რომელსაც დავთანხმდი. თურქულ ფეხბურთს "ესქიშეჰირში" თამაშამდეც კარგად ვიცნობდი. მე მომწონს თურქული ლიგა, სიამოვნებით ვუყურებ თამაშებს. სწორედ ამიტომაც დავთანხმდი აქ ჩამოსვლას".

ქართველ ფეხბურთელს ისიც ჰკითხეს, თუ რა შანსი აქვს "ესქიშეჰირს" სუპერლიგაში დარჩენის:

"მერსინთან" თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მხოლოდ 69-ე წუთზე შევედი და იმ თამაშში მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, რომელმაც მოგვაგებინა.

იმედი მაქვს, რომ თამაშს ასევე კარგად გავაგრძელებ. ძალიან მსურს, გუნდს გადარჩენაში დავეხმარო.

მადლობა მინდა ჩვენს ფანებს გადავუხადო, რადგან ისინი ასეთ რთულ სიტუაციაშიც აგრძელებენ ჩვენ მხარდაჭერას. "ტრაბზონთან" მატჩშიც ძალიან გვჭირდებიან ისინი.

მე კონცენტრირებული ვარ, რომ "ესქიშეჰირი" სუპერლიგაში დარჩეს, სხვა რამეზე ფიქრიც კი არ მინდა".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიქრი და დასკვნების გამოტანა,რომ შეგეძლოს კარგი იქნებოდა. პ.ს. და არა მარტო შენთვის.
sake
22:13 28-04-2016
0
llcl ბოლომდე გეთანხმები
giga
17:55 28-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული