კაშია და ყაზაიშვილი "უტრეხტთან" გადამწყვეტი მატჩისთვის სასტარტოში იქნებიან

AutoSharing Option
1-ელ მაისს ქართველთა "ვიტესი" ჰოლანდიის ერედივიზიეს ბოლოსწინა ტურში "უტრეხტს" მასპინძლობს. ეს ბოლო შანსია არნემელებისთვის, ევროსაგზურისთვის ბრძოლა გააგრძელონ.

"ვიტესი" 45 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო "უტრეხტი" 50 ქულით მეხუთეა. ცუდი პოზიციის მიუხედავად, "ვიტესს" შანსი ჰოლანდიის ჩემპიონატის რეგლამენტის წყალობით აქვს - ევროპალიგის ერთი საგზური პლეი ოფში გათამაშდება, რომელშიც მე-5-მე-8 ადგილეზე გასული გუნდები გაითამაშებენ.

gelderlander.nl-ის ინფორმაციით, გადამწყვეტ მატჩში გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ძირითად 11-ეულში იქნებიან. კაშია დაცვის ცენტრში, ვაკო - მოედნის შუაში.

ორიოდე დღის წინათ "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა ფანებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათთან
ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და სტიკერები გაცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული