32-ე ტურში "ფრაიბურგმა" სტუმრად ანგარიშით 2:1 "პადერბორნი" დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბუნდესლიგის საგზური გაიფორმა. ჰუფნაგელი სათადარიგოთა შორის იყო.
ამ გამარჯვების შემდეგ "ფრაიბურგს" 69 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილზე მყოფ "ლეიფციგს" - 64, "ნიურნბერგს" კი, რომელიც მესამე ადგილზეა, 59 ქულა აქვს. "ფრაიბურგი" ბუნდესლიგიდან 2014/15-ის სეზონში გამოვარდა.