ლეგიონი: კაშიას გოლი, სიბრაზე და ყაზაიშვილის მე-100 მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 1 მაისს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 33-ე ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" "უტრეხტს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის 30-ე წუთზე არნემელები გურამ კაშიამ დააწინაურა, მაგრამ "ვიტესმა" თავისი წარუმატებელი სერია განაგრძო და ისევ ვერ მოიგო.

ძირითად შემადგენლობაში იყო ყაზაიშვილიც, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ვაკოსთვის გუშინდელი მატჩი "ვიტესის" მაისურით მე-100 გამოდგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ეს ცუდი შედეგია, რაც ჩემთვის მტკივნეულია. ევროპის ლიგაზე მოხვედრის მცირე შანსიღა დაგვრჩა, მაგრამ ახლა უვკე
სხვებზე ვართ დამოკიდებულნი.

მენატრება გუნდში გამარჯვებული მენტალიტეტი.

ზამთარში მესამე ადგილზე ვიყავით, ახლა კი... ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ, ვცდილობ არავის დავანახო ეს, თუმცა რა უნდა ვთქვა? არ მსურს უარყოფით განწყობაზე ყოფნა, მაგრამ პოზიტიურიც რომ არაფერია?! ეს არაა ის პოზიცია, სადაც ჩემი კლუბის ხილვა მსურს.

ვამბობთ, არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ სეზონის ბოლოს შედეგები ყველაფერს ნათლად გვაჩვენებს. რა გვაჩვენა შედეგმა წელს? არ გვყავს კარგი შეტევის ხაზი. არ გვყავს კარგი ნახევარმცველი, ფორვარდი, ვინც გოლებს გაიტანს... როცა გვეყოლება, შემდეგ წარმატებასაც მივაღწევთ. გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არა იმდენად კარგი, რომ კარგ შედეგზე აისახოს მათი თამაში. შედეგზე გვაქვს საუბარი, შედეგზე - ჩვენ მეათე ადგილზე ვართ!

გულშემატკივარი მწვრთნელის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ბრალი არ არის. მის გარდა, მოედანზე 11 ფეხბურთელია და თავისი წვლილი პასუხისმგებლობა უნდა ითავოს ყველამ, თანაც, სეზონის შუა ნაწილში რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა და ამანაც უარყოფითად იმოქმედა", - განაცხადა კაპიტანმა.

33 ტურის შემდეგ ქართველთა გუნდი 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული