ვაკო ყაზაიშვილი: "უტრეხთან" მარცხი ჩემი ბრალიცაა

AutoSharing Option
"უტრეხტთან" 1:3 წაგებული მატჩის შემდეგ ქართველთა "ვიტესს" ევროსაგზურის მოპოვების მცირე შანსიღა დარჩა. ამ შეხვედრაში "ვიტესი" გურამ კაშიამ დააწინაურა, მაგრამ უპირატესობა "ვიტესმა" ვერ შეინარჩუნა.

telegraaf.nl-ს კომენტარი ვაკო ყაზაიშვილმა მისცა, ვისთვისაც ეს მატჩში მე-100 იყო "ვიტესის" მაისურით:

"ძალიან აღმაშფოთებელი იქნება, თუ პლეი ოფში ვერ გავალთ. ამ შემთხვევაში ჩვენი სეზონი კატასტროფულად შეფასდება. მაგრამ ჩვენ ჯერ რწმენა არ უნდა დავკარგოთ. ჩემი აზრით, შანსი ჯერ კიდევ 50/50-ზეა.

ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ, როგორც ჩანს, გუნდში ფსიქოლოგიური პრობლემაა. "უტრეხტთან" გუნდმა ცუდად ითამაშა, განსაკუთრებით მას მერე, რაც
ანგარიში გათანაბრდა.

წაგებას ჩემს თავსაც ვაბრალებ, რადგან კარგი შანსი გავანიავე, რომლის წყალობითაც, შეიძლებოდა 2:0 გამხდარიყო", - თქვა ქართველმა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ვაკო ყაზაიშვილმა ამ სეზონში 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ტური რჩება. "ვიტესმა" აუცილებლად უნდა დაამარცხოს სტუმრად "ტვენტე" და დაელოდოს, რა მოხდება სხვა მატჩებში. ევროპალიგის საგზურის პლეი ოფში მერვეადგილოსანი გადის, "ვიტესი" კი მეათე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული