უცხოეთში ბევრი ქართველი თამაშობს, მაგრამ ამპლუით ნახევარმცველი მოხევიშვილი იმით არის გამორჩეული, რომ ესპანეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და თავიდან ბოლომდე ესპანური ფეხბურთის აღზრდილია.
საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი წევრი "ლევანტეს" საფეხბურთო სკოლაში
"დუბლებში ვთამაშობ, მაგრამ როცა "ელჩესთან" მატჩისთვის ვემზადებოდით, მთელი კვირა პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. იმედი მაქვს, მომავალ სეზონსაც მთავარ გუნდში დავიწყებ. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ლაპარაკი უკვე მიდის.
მითხრეს, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე, პროფესიული კონტრაქტის გაფორმებაზე უნდა დამელაპარაკონ", - ამბობს მოხევიშვილი.
მოხევიშვილის "ალბასეტე" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-გუნდიან ჩემპიონატში 21-ე ადგილზეა და ცხადია, დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, გუნდის გავარდნის შემთხვევაში რას მოიმოქმედებს:
"ჯერ არ ვიცი, "ალბასეტეში" დავრჩები თუ ახალი გუნდის მოძებნა მომიწევს. ვნახოთ, კლუბში რას მეტყვიან. თუ კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს, პირველ გუნდში დავრჩები".
აქვს თუ არა სხვა შეთავაზებები? ამის შესახებ მოხევიშვილი ჯერ ვერაფერს აკონკრეტებს - მისი თქმით, მომავალთან დაკავშირებით ყველა საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"