ლეგიონი გუშინ: ქართველების გუნდები ფინალებს ასცდნენ

AutoSharing Option
აზერბაიჯანის თასის გათამაშების საპასუხო ნახევარფინალში ბაქოს "ინტერი" ამჯერადაც დამარცხდა "ყარაბაღთან" - 0:1. "ინტერში" ითამაშეს ლაშა კასრაძემ (სრულად) და ლაშა სალუქვაძემ (66 წუთი). როგორც ჩანს, ზაურ სვანაძემ დანარჩენი ქართველები დაასვენა, რადგან პირველი შეხვედრის მერე, რომელიც "ყარაბაღმა" 4:0 მოიგო, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

* * *
ბელორუსის თასის საპასუხო ნახევარფინალში ვაკო გვილიას "მინსკი" შინ 0:1 დამარცხდა "ჟოდინოსთან". პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. გვილიამ 90 წუთი ითამაშა.

* * *
ფინეთის რანგით მეორე ლიგაში "კოკოლამ" გასვლაზე 3:0 მოუგო "ჰაკას". ირაკლი სირბილაძემ "კოკოლას" რიგებში 90 წუთი ითამაშა.

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის "ლოკომოტივი" შინ დაუზავდა საემიროების "ალ ნასერს" - 0:0. უზბეკური კლუბის რიგებში სრულად გაისარჯა კახა მახარაძე.

* * *
ნორვეგიის თასის შემდგომ ეტაპზეა "სტაბეკი", რომელმაც სტუმრად 3:0 სძლია "ბაერუმს". გიორგი გოროზია მინდორზე 54-ე წუთიდან გამოჩნდა.

* * *
"გალათასარაისთან" თურქეთის თასის საპასუხო ნახევარფინალში (0:0, პირველი მატჩი სტამბოლელებმა 3:1 მოიგეს) არ უთამაშია "რიზესფორის" ქართველ შემტევს, ნიკა ძალამიძეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული