![](https://sportall.ge/pictures/image31/0475a216691511d0fbdc977bb1ae67d3.jpg)
არველაძის მსგავსად, კარიერის გარკვეული პერიოდი სუარესმა ამსტერდამის "აიაქსში" გაატარა.
"დღესდღეობით სამი საუკეთესო ფორვარდი ვიცი. ესენია: სერხიო აგუერო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობერტ ლევანდოვსკი.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ლუის სუარესს, როგორც ფორვარდი, ვჯობდი. "აიაქსის" საუკეთესო მეგოლე ვიყავი, მან კი არასამართლიანად გამისწრო", - იხუმრა შოთიმ.
აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ფორვარდმა "აიაქსის" მაისურით მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო, ურუგვაელმა კი - 111-ჯერ.