გოგიტა გოგუამ ყაზახეთის ჩემპიონატში მე-4 გოლი გაიტანა

AutoSharing Option
5 მაისს ყაზახეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. გოგიტა გოგუას "ირტიშმა" "ტობოლს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

გოგიტამ შეუცვლელად ითამაშა და 76-ე წუთზე პენალტით სეზონის მე-4 გოლი გაიტანა. "ირტიში" 23 ქულით მეორე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლს+პასი სისტემით ყაზახეთის ჩემპიონატში უპირობო ლიდერია.

ის ყაზახეთის ჩემპიონატში თვის ფეხბურთელებში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო sportall.ge-მ თვის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული