ლეგიონი გუშინ: გოგიტა გოგუას მეოთხე გაელვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთის ჩემპიონატში კვლავ შეუჩერებელია გოგიტა გოგუა. მისმა "ირტიშმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "ტობოლს". კუსტანაელთა კარში 76-ე წუთზე პენალტით გოლი სწორედ გოგუამ გაიტანა.

ეს იყო მისი მეოთხე "გაელვება" ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატში. ჩვენებურმა თამაშიც სრულად ჩაატარა.

იმავე ჩემპიონატში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა. ალმათელებმა შინ 2:0 მოუგეს "ჟეტისუს".

9 ტურის შემდეგ "ირტიში" სატურნირო ცხრილში 23 ქულით მეორეა, "ქაირათი" კი - 11 ქულით მეექვსე.

* * *
დანიის თასის ფინალში "ორჰუსი" მათე ვაწაძის გარეშე 1:2 დამარცხდა "კოპენჰაგენთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხო ისე ელავდა თურმე ყაზახეთი დაიქცა ეგონათ.
0
უძლიერესი კაცი ხარ გოგიტ!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული