მართალია, მჭედლიძეს სადისციპლინო კომიტეტმა "კარპისთან" შეხვედრის შემდეგ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და როგორც "ემპოლის" მთავარი მწვრთნელი იძახდა, მჭედლიძე საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფება.
კლუბმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა და იტალიური Iltirreno-ს ინფორმაციით, საბოლოოდ, დღეს გადაწყდება, მოეხსნება თუ არა ქართველ ფორვარდს დისკვალიფიკაცია, თუმცა "ემპოლის" გუშინდელმა ვარჯიშმა მჭედლიძის გარეშე ჩაიარა.
"ემპოლი" სერია A-ს 37-ე ტურს ხვალ მილანში, "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სეზონის ბოლო მატჩში "ტორინოს" უმასპინძლებს.