ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ვარჯიში კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა

AutoSharing Option
იტალიური "ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ გუნდის გუშინდელი ვარჯიში კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა.

მართალია, მჭედლიძეს სადისციპლინო კომიტეტმა "კარპისთან" შეხვედრის შემდეგ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და როგორც "ემპოლის" მთავარი მწვრთნელი იძახდა, მჭედლიძე საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფება.

კლუბმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა და იტალიური Iltirreno-ს ინფორმაციით, საბოლოოდ, დღეს გადაწყდება, მოეხსნება თუ არა ქართველ ფორვარდს დისკვალიფიკაცია, თუმცა "ემპოლის" გუშინდელმა ვარჯიშმა მჭედლიძის გარეშე ჩაიარა.

"ემპოლი" სერია A-ს 37-ე ტურს ხვალ მილანში, "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო სეზონის ბოლო მატჩში "ტორინოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
..ახსნა არ მაქვს((მუდმივად ტრამვა?..იქნებ ნახოს მაღალი დონის სპეციალისტი(ალბათ მაინც ამერიკაში,სადაც მედიცინა კოსმოსშია),ხომ უნდა გაარკვიოს მუდმივი ტრამვის მიზეზი?..ეს ან მაგარი არაპროფესიონალიზმია(ან ფიტნეს სპეცი ჭირდება მაგარი,ან მასაჟისტი,ან ყინულის ვანა...)ან ....არ ვიცი!
ზაზა ახალაია
14:29 06-05-2016
0
ebijoda pulis sashualeba gaqvt shenc da ansnidzesac wadit chaitaret raime specisluri gamokvleva ragchirt egeti xrustalis zvlebi da minis venebi da kuntebi xoargaqvt??raari tamashobt travmasigebt,sksmzezixart travmasigebt tuvarjishobt xom tavistavad igebt da igebt travmebs da arada orive nichieri da sachiro pexxburtelia..chaitaret raime angamokvlevs an ravici me da gaixaret tqvenc da gagvaxaret chvenc..giorgobas gilocavt da shegewiot misimadli yvela qartvels,sportsmens da arasportsmens
0

სიახლეები პოპულარული